“სოლიდარობის ფონდი PL საქართველომ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტს, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური საშუალებები გადასცა
პოლონეთის მთავრობის სახაზინო ფონდმა „სოლიდარობის ფონდი PL საქართველო“, კორონავირუსის პანდემიის დროს, ბოლნისის მუნიციპალიტეტს სოლიდარობა გამოუცხადა. ფონდმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით, მუნიციპალიტეტს, მოხალისეებისა და მეწარმეებისთვის, სადეზინფექციო ხსნარები, ხელის ანტისეპტიკები, შესაწამლი მანქანები და მრავალჯერადი გამოყენების მაღალი ხარისხის პირბადეები გადასცა.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, სპეციალური დაცვის საშუალებები ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანს, მარნეულის ბლოკპოსტთან „სოლიდარობის ფონდის PL საქართველოს“ დირექტორმა იუსტინა კუცუკიმ გადასცა.