ამბროლაურში ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა – მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს შეხვდნენ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე და მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებენ.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა კომპანიის წარმომადგენლებს მოუწოდეს, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომელიც მკაცრად იქნება გაკონტროლებული შესაბამისი სამსახურების მიერ.
მერიის ინფორმაციით, მალე განახლდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები