ამბროლაურში მცხოვრებ 100 წლის ვეტერანს ადგილობრივმა ხელისუფლებამ 9 მაისთან დაკავშირებით სიმბოლური საჩუქრები გადასცა

ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, 100 წლის ვეტერანს – ნინა მაცაბერიძეს ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე  პირადად ესტუმრნენ და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
“ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომის თითოეულ მონაწილეს 200 ლარი გადაეცა.
ხელმძღვანელებმა დღევანდელი დღე, პატივისცემით მიულოცეს ჩვენს მუნიციპალიტეტში და ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ვეტერანს. უსურვეს მათ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები