ლევან რატიანი: რეანიმაციაში კოვიდინფიცირებული აღარ გვყავს

“რომ ჩვენმა კლინიკამ რაც კორონავირუსთან ბრძოლა დავიწყეთ, 154 დადასტურებული შემთხვევა მიიღო, აქედან 95 პაციენტი გვყავს გაწერილი, რეანიმაციაში კოვიდინფიცირებული არ გვყავს”,-ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დღეს კლინიკიდან კიდევ ერთი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.
„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი გაეწერება. ამ ეტაპზე კლინიკაში 78 პაციენტი გვყავს, აქედან 58 დადასტურებული შემთხვევაა, ერთი გამოჯანმრთელებული ეწერება. დაახლოებით, 11 პასუხს ველოდებით განმეორებით ტესტირებაზე და დღის მეორე ნახევარში ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. რეანიმაციაში მყოფ პაციენტებს – საუბარია სამ პაციენტზე, რომლებიც კორონადადებითი იყვნენ, ორჯერადად ჩატარებული კვლევის შედეგად, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ერთი პაციენტი, რომელიც არის 46 წლის, ის აპარატიდან მოხსნილია და თერაპიულ განყოფილებაშია ჩაყვანილი, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 2 ახალი შემთხვევა გვაქვს, ველოდებით მათ პასუხებს, პირველადი სწრაფი ტესტებით პასუხი დადებითია და ვნახოთ რა პასუხს მივიღებთ ლუგარიდან. დანარჩენ შემთხვევაში, არანაირი უარყოფითი ჩვენება არც ერთ პაციენტთან არ დასტურდება“, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები