მაკა სოლოღაშვილი: ბოჭორიშვილის კლინიკის 50 თანამშრომელს გეგმური კვლევა ჩაუტარდა, ვირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, გეგმური კვლევა მათი კლინიკის თანამშრომლებს 15 დღეში ერთხელ უტარდებათ, ტესტირება უკვე ჩაუტარდა 50 თანამშრომელს და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

„ყველა სამედიცინო დაწესებულებას აქვს ვალდებულება, რომ 15 დღეში ერთხელ ჩაატაროს გეგმური შემოწმება. კლინიკაში ტესტი ჩაუტარდა 50-ზე მეტ თანამშრომელს, ყველა პასუხი არის უარყოფითი.
კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 82 პაციენტია, აქედან 66 – კოვიდინფექციის დადასტურებული დიაგნოზით.
66-დან 13 თვრამეტ წლამდე ასაკის პაციენტია. რვა პაციენტი რჩება საყურადღებო, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმით განისაზღვრება.
​ახალი პაციენტი არ გვყავს. ამასთან, კოვიდ 19-ისგან გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები