მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე ჯილდოვდება საიუბილეო მედლით – „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი”

მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე ჯილდოვდება საიუბილეო მედლით  – „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი”, – შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა და მას ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.
მედლის გადაცემას მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს.
​ამავე განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 300 ლარს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები