“თუ ახალი შემთხვევების მატება ერთნიშნა ციფრებით შენარჩუნდება, ვიტყვით, რომ დაბრკოლება, რასაც კორონავირუსი ჰქვია, ამ ეტაპზე გადავლახეთ”
თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, თუ მაისის თვეში ასეთი მცირე რაოდენობით იქნება ინფიცირებულთა მატება, დაბრკოლება, რასაც კორონავირუსი ჰქვია, ამ ეტაპზე გადალახულად ჩაითვლება.
„შეიძლება, პიკის პერიოდი იყო წინა ერთი კვირა და ეს პიკი არ გაგრძელდა, არ გამკაცრდა. როცა არის ზომიერი, კონტროლირებადი მატება, დინამიკა ყოველთვის უნდა იყოს უკეთესი და ეს დასტურდება ბოლო ორი კვირის მონაცემებით. კონტროლირებადი მატებით ჩვენ ციფრების შემცირება მივიღეთ ახალი დადასტურებული შემთხვევების. ვნახოთ, ეს თუ შეგვინარჩუნდება და ასე გავივლით მაისს ერთნიშნა ციფრებით, ალბათ ვიტყვით, რომ დაბრკოლება, რასაც კორონავირუსი ჰქვია, ამ ეტაპზე გადავლახეთ “, – განაცხადა ეზუგბაიამ.