დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა
დღეს 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა – ჩვენმა ქვეყანამ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
ამ დღეს ომის ვეტერანები ტრადიციულად, ვაკის პარკში იკრიბებიან და უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივს მიაგებენ. თუმცა წელს, პანდემიის გამო, შეზღუდვები მოქმედებს. 22 მაისის ჩათვლით საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმია დაწესებული, რა დროსაც იკრძალება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია; ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.