ბრიტანეთის საბჭო საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს საგამოცდო რჩევას სთავაზობს

“საგამოცდო რჩევა საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისთვის.
​ახალი კორონავირუსის (Covid-19) გამოვლენის შემდეგ, ყველა ახალი გამოწვევების წინაშე დავდექით. ცხადია, არც საზღვარგარეთ სწავლის მსურველები და საერთაშორისო სერტიფიკატის აღების მსურველები არიან გამონაკლისები”, – ამის შესახებ ბრიტანეთის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათი თქმით, შეწყდა გამოცდების ჩაბარება და უნივერსიტეტები და სტუდენტები დილემის წინაშე აღმოჩნდნენ – როგორ ან რა საერთაშორისო გამოცდამ შეიძლება, შეცვალოს პირისპირ ჩატარებული ტესტები.
ბრიტანეთის საბჭოს ცნობით, საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარი ტესტი გახლავთ IELTS – საერთაშორისო ინგლისური ენის ტესტირების სისტემა – არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ინგლისური ენის ტესტი. ის შემუშავდა მსოფლიოს ენის ცოდნის შეფასების წამყვანი სპეციალისტების მიერ და აფასებს ინგლისური ენის ცოდნის ყველა უნარს: კითხვას, წერას, მოსმენასა და საუბარს.
ბრიტანეთის საბჭო საქართველოში მრავალი წლის მანძილზე წარმატებით ახორციელებს ამ ტესტის ადმინისტრირებას, რომელიც ასახავს, როგორ გამოიყენებთ ინგლისურს სწავლისთვის, მუშაობისა და ცხოვრებისთვის ინგლისურენოვან გარემოში.
“მაგრამ ისმის კითხვა – რა დროებითი ალტერნატივა შეიძლება, მოიძებნოს ონლაინგამოცდის სახით?
საბედნიეროდ, შემუშავებული იქნა IELTS Indicator-ი და საქართველო პირველივე დღეებიდან შევიდა IELTS Indicator ქვეყნების ჩამონათვალში.
ონლაინტესტი IELTS Indicator შეგიძლიათ, ჩააბაროთ ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენად, რადგან კორონავირუსის (Covid-19) გამო საგამოცდო ცენტრში გამოცდის ჩაბარება დროებით არ არის შესაძლებელი.
​მოკლედ IELTS Indicator შესახებ:
ტესტი გახლავთ ოფიციალური IELTS პროდუქტი, რომელიც აფასებს ოთხ მთავარ უნარს:
• მოსმენა
• კითხვა
• წერა
• საუბარი
ტესტის შედეგები ხელმისაწვდომია შვიდ დღეში – თქვენ მიიღებთ შეფასებას როგორც თითოეულ კომპონენტში, ისე საბოლოო, ჯამურ ქულას. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ IELTS Indicator არ წარმოადგენს რეგულარული IELTS ტესტის ჩანაცვლებას.
ვის მიერ არის აღიარებული IELTS Indicator?
ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს უნივერსიტეტებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომ მათ აღიარონ IELTS Indicator შედეგი, როგორც კანდიდატის ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასება ამ რთულ პერიოდში, როდესაც საგამოცდო ცენტრში არ არის ხელმისაწვდომი IELTS ტესტის ჩაბარება. რეგისტრაციის გავლამდე გთხოვთ, გადაამოწმოთ, თქვენს უნივერსიტეტთან მიიღებს თუ არა IELTS Indicator შედეგებს.
​უშუალოდ IELTS Indicator ტესტით დაინტერესებულები ინფორმაციას გაეცნობიან ბმულზე https://www.britishcouncil.ge/exam/ielts/which-test/ielts-indicator”, – აღნიშნულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები