ნინო წილოსანი: კანონმდებლობა სათანადო ფონს ქმნის ტურიზმის განვითარებისთვის

„მთავრობამ ძალიან მნიშვნელოვანი გეგმა წარმოადგინა, რომლის მთავარი მესიჯი იყო, საქართველო როგორც წარმატებული დანიშნულების ადგილი. სწორედ ეს სტრატეგია იქნება აღებული ტურიზმის სამუშაო გეგმად. ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისას ყოველთვის გამოირჩეოდა განჭვრეტადობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რათა მათ დროულად ჰქონდეთ სათანადო ინფორმაცია, როგორ დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა”, – განაცხადა გარემოს დავისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ტვ „ იმედის” ეთერში.

მისი ინფორმაციით, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1 ივლისიდან – საერთაშორისო ტურიზმი. „ეს უმნიშვნელოვანესი მესიჯი იყო ტურიზმის სექტორისთვის.

გარდა ამისა, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ გეგმაში არის უმნიშვნელოვანესი ფინანსური სუბსიდირება, ჯამში 200 მლნ ლარის ოდენობით, რომელიც მოხმარდება ტურიზმის სექტორში არსებული ბიზნესების ქონებრივი გადასახადის გაუქმებას 2020 წლის მანძილზე, მათთან დასაქმებული ადამიანების საშემოსავლო გადასახადის გადავადდებას წლის ბოლომდე. გარკვეულწილად, საერთო პროგრამის ნაწილში ჯდება 750 ლარის ოდენობის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადის შეღავათი და გაუქმება, ასევე, სხვადასხვა მიმართულებების ტექნიკური თუ პროფესიული დახმარება, სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობა,”- აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მისი განცხადებით, კანონმდებლობა სათანადო ფონს ქმნის ტურიზმის განვითარებისთვის.

„განსაკუთრებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაზეა გადატანილი დიდი აქცენტი ამ კუთხით. ტურიზმის ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს, რის შედეგადაც გვაქვს ის, რომ ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის მზერდი სექტორია. სწორად ამიტომ მნიშვნელოვანი იყო პირველ ეტაპზე ტურიზმის წახალისება, თუმცა გვინდა ახალმა კანონმდებლობამ კიდევ უფრო წაახალისოს და გამოკვეთოს ის უმნიშვნელოვანესი მიმართულებები, რომელზეც დღეს პრემიერმა ისაუბრა: ეკოტურიზმი, აგროტურიზმი, ღვინის, დაცული ტერიტორიების, მთის კურორტებისა და უამრავი მიმართულება, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოდის პანდემიის რეგულაციებთან და საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო წავახალისოთ და ძალიან დროულად გავხსნათ ეს სექტორი”,- განაცხადა ნინო წილოსანმა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები