ნათია თურნავა: ჩვენ უკვე გვაქვს ის ახალი მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტები, რომლებიც, ახალი რეალობიდან გამომდინარე, უფრო აქტუალური გახდება

“ჩვენ უკვე გვაქვს ის ახალი მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტები, რომლებიც, ახალი რეალობიდან გამომდინარე, პანდემიის შემდეგ უფრო მეტად აქტუალური გახდება მთლიანად მსოფლიოსთვის”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, პირველ ყოვლისა, ეს არის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი.

„ჩვენისთანა მდიდარი კურორტების, ისტორიისა და გამოცდილების მქონე ქვეყნისთვის ესაა დამატებითი შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ არ გავუშვებთ ხელიდან”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ესაა ისეთი ტიპის აქტივობები, რომელიც დაკავშირებულია ღია სივრცესთან, სადაც შესაძლებელია, ადამიანების ერთ ადგილზე ზედმეტი თავმოყრის გარეშე მიეწოდოს ხარისხიანი ტურისტული სერვისები.

„ესაა სათავგადასავლო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, ეკო და აგროტურიზმი, დაცული ტერიტორიები და ნაკრძალები, მთის კურორტები და ასევე სპეციალური დაცული ტურისტული ზონების იდეა, სადაც შევქმნით სპეციალურ მწვანე დაცულ ტერიტორიებს და ზონებს, სადაც პრივატულობის დაცვით, დისტანციის დაცვით ტურისტები შეძლებენ განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის სერვისების მიღებას, რაც სრულიად შესაბამისობაში იქნება პოსტკოვიდური ტურისტული გლობალური ბაზრის მოთხოვნებთან”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები