მარტვილის აგრარულ ბაზარს დეზინფექცია ჩაუტარდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში,  აგრარულ ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. შპს ,,ჰიგია“-ს ტექნიკური ჯგუფის მიერ, სპეციალური ხსნარით დამუშავდა ბაზრის მთელი ტერიტორია.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზარი ფუნქციონირებას ხვალიდან დაიწყებს. ბაზარში არსებულ მდგომარეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – ალექსანდრე ხურცილავა და აკაკი ხუნწელია ადგილზე გაეცნენ.

“ბაზრის შესასვლელში მოქალაქეთა თერმოსკრინინგი განხორციელდება, გაიმიჯნება შესასვლელი და გამოსასვლელი, ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებლები პირბადით უნდა გადაადგილდნენ, გაკონტროლდება სავალდებულო 2 მეტრიანი დისტანცია. აღნიშნული რეკომენდაციების დაცვას, სამართალდამცველებთან ერთად, მოხალისეები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლები უზრუნველყოფენ. სავაჭრო ობიექტის გახსნის გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში იქნა მიღებული.

სადეზინფექციო სამუშაოები, ასევე, განხორციელდება დიდი ჭყონისა და ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ აგრარულ ბაზარში. აღნიშნულ ბაზრები ფუნქციონირებას განახორციელებენ რეკომენდაციების დაცვით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები