ანატოლი ბიბილოვი მოსახლეობას: შესაძლოა, ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვად გაიზარდოს, მაგრამ პანიკაში ნუ ჩაცვივდებით

ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის სამი შემთხვევის დადასტურებასთან დაკავშირებით დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

“დიდი თხოვნაა, პანიკაში ნუ ჩაცვივდებით”, – აღნიშნა ბიბილოვმა.

მიი ინფორმაციით, 14 წლის კურსანტი ცხინვალში დაბრუნების შემდგომ გადაადგილდებოდა ქალაქში, რის გამოც, სავარაუდოდ, მისი კონტაქტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

“გასული ორი თვის მანძილზე ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ვირუსის გავრცელება არ დაგვეშვა. თუმცა, როგორც ხედავთ, ეს მაინც მოხდა. პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუფიქსირდა, გადაადგილდებოდა ქალაქში. არ ვიცით, რამდენ ადამიანთან ჰქონდა შეხება. მოგიწოდებთ ყველას, გამოიყენეთ ის რესურსი, რაც გვაქვს. მნიშვნელოვანია, მოხდეს ვირუსის დროული პრევენცია,” – განაცხადა ბიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები