ახალციხეში, “ცხელების ცენტრში” კორონავირუსის მორიგი შემთხვევა დადასტურდა

ახალციხის “ცხელების ცენტრში” კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. ის კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით ბაკურიანის საკარანტინე ზონიდან გადაიყვანეს. მას ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხება არ ჰქონია, შესაბამისად, კონტაქტები არ აქვს.

როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკაში განუცხადეს, მედპერსონალის ანალიზის პასუხებიც უარყოფითია.

“ყველა პასუხი უარყოფითია  – ერთის გარდა, რომელიც ბაკურიანის საკარანტინე ზონიდან შემოიყვანეს. ჩვენი რეგიონის მკვიდრი არ არის, ანალიზის პასუხებს ჩვენი კლინიკის თანამშრომლებიც ელოდებოდნენ, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია”, –  ამბობს  კლინიკის მენეჯერი, გიორგი ბარძიმაძე.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში 615–ია. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5 002 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 485 პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები