მიხეილ სააკაშვილი: უკრაინის რეფორმების საბჭოში დავინიშნე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოში თანამდებობაზე დაინიშნა.

Deutche Welle-სთან საუბარში სააკაშვილი აზუსტებს, რომ  ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა და არა – მდივნად”.

ამასთან, მას დანიშვნის თარიღი არ დაუზუსტებია. მედიის ინფორმაციით, ეს შეიძლება, 6 მაისს მოხდეს.

ეროვნული რეფორმების საბჭო 2014 წელს შეიქმნა და “სპეციალურ საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოს წარმოადგენს სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებში”.

საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას პრეზიდენტი ამტკიცებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები