“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლომ, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, ჯაფარიძეს სასჯელის სახით 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლის განმარტებით, ჯაფარიძეს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
ცნობისთვის, ჯაფარიძეს, დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 16 აპრილს 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რის გადახდაზეც მან უარი განაცხადა.
პროკურატურამ, კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობისთვის, სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეცვალა.