ედიშერ გვენეტაძე: პაველ ჰერჩინსკი სპეციალური დავალებით არის მოვლენილი საქართველოში – წარმოადგენს ოპოზიციურ მხარეს და მოქმედებს როგორც მეხუთე კოლონის კონსულტანტი და მათი დანაშაულებების გამპრავებელი
,,სამწუხაროდ და საუბედუროდ 21-ე საუკუნეში, სადაც ყველაფერ სხვას თავი, რომ დავანებოთ ადამიანები თავს იწონებენ ხელოვნური ინტელექტით. სამწუხაროდ არსებობენ დიპლომატიის სამსახურს ამოფარებული ცალკეული სუბიექტები, მაგალითად ისეთები, როგორიცაა ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, რომელიც უსიტყვოდ, მონურად შემსრულებელია ყველა იმ უმსგავსობის, რომელსაც მას ავალებენ საკუთარი პატრონები”,- ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, პაველ ჰერჩინსკი თავისი არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევით, საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევით, სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც ქართველებისა და ევროპელების ინტერესებს, ისე მათ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.
„სამწუხაროდ და საუბედუროდ 21-ე საუკუნეში, სადაც ყველაფერს სხვას თავი, რომ დავანებოთ ადამიანები თავს იწონებენ ხელოვნური ინტელექტით. სამწუხაროდ არსებობენ დიპლომატიის სამსახურს ამოფარებული ცალკეული სუბიექტები, მაგალითად ისეთები, როგორიცაა ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი. რომელიც უსიტყვოდ, მონურად შემსრულებელია ყველა იმ უმსგავსგავსობის, რომელსაც მას ავალებენ საკუთარი პატრონები. უფრო მეტიც ბატონ პაველს დიპლომატიის არაფერი არ სცხია და ის არის სპეციალური დავალებით მოვლენილი საქართველოში, რათა წარმოადგენდეს ოპოზიციის მხარეს. უფრო სწორედ კი ის არის ჩვენში გარედან დაფინანსებული და არსებული იგივე მეხუთე კოლონის კონსულტანტი და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების “გამპრავებელი” და დამცველი.
თავად განსაჯეთ. ელჩი, რომელიც “დიფ სტეიტელი” პატრონების დაკვეთით კისრულობს მთავარი ოპოზიციონერის როლს ჩვენს ქვეყანაში. როგორც იცავდა და იცავს აქ დღისით, მზისით ყველას თვალწინ მოქმედ სახელმწიფო კრიმინალებს: მელიას, გვარამიას გირჩ-ზურაბას, ამაღლობელს, დევიძეს დათაშვილს… დაუკვირდით იმავდროულად ქართული სახელმწიფოს გუშაგი პოლიციელების პოტენციურ მკვლელებს და სახელმწიფო გადატრიალებაში უპირობოდ მოქმედ პირებს, როგორ უსირცხვილოდ და უაპელაციოდ უწოდებს “დემოკრატიისათვის მებრძოლებს”.
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ბატონი ჰერჩინსკი ასეთ განცხადებებს ვერ გააკეთებს საკუთარი ინიციატივით და რომ ის ასრულებს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ევრობიუროკრატიის და მათი გაღმელი პატრონების დავალებებს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიაში ყოფილან ელჩები, რომლებსაც მიუხედავად ყველაფრისა, რაღაც პიროვნული “მე” მაინც გააჩნდათ და მის გარეგნულ შენარჩუნებას მაინც ცდილობდნენ.
ბატონი პაველის შემთხვევაში ამისი ნასახიც საუბედუროდ ოდნავადაც კი არ არსებობს.
ამიტომაც პატივცემულ ევრობიუროკრატიის მონას პაველ ჰერჩინსკის შევახსენებდი. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც ჯერ კიდევ 850 წლის წინ ამბის უშნოდ მომტან ელჩს, თვით წარმოშობით არაქართველმა ზაქარი მხარგრძელმა დარბაზის სხდომაზე არ აპატია სახელმწიფოს ღირსების შეურაცხყოფა და…
ამიტომაც ვფიქრობ ბატონი პაველ ჰერჩინსკი თავისი არადიპლომატიური, არამეგობრული, საქართველოს სახელმწიფოს შინა საქმეებში უხეში ჩარევით დიდ ზიანს აყენებს ქართველი და ევროპელი ხალხების სასიცოცხლო ინტერესებს და მათ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.“ – წერს გვენეტაძე.