გაუქმებული ფრენის გამო კომპენსაცია აღარ გაიცემა – ავიაციის სააგენტო ცვლილებებს აანონსებს

გაუქმებულ ფრენებზე, რომელთა გაუქმებაც მოხდა COVID-19-ის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე, ავიაკომპანიები კომპენსაციის გადახდის ვალდებულებებისაგან განთავისუფლდებიან.

იმ ცვლილებების შესაბამისად, რომლებზეც ავიაციის სააგენტო მუშაობს, მგზავრს საშუალება ექნება, მოითხოვოს მგზავრობის თარიღის შეცვლა საკუთარი სურვილის მიხედვით, ან მოსთხოვოს ავიაკომპანიას გამოუყენებელი ბილეთის ფასის ანაზღაურება საქართველოს მიერ რეგულარული ფრენების განახლებიდან 2 თვის შედეგ.

“ამ რეგულაციაზე მუშაობს არა მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, არამედ – ევროკავშირის ბევრი ქვეყანა. ასევე, ჩვენ ოფიციალურად მივიღეთ საერთაშორისო სატრანსპორტო ასოციაციიდან თხოვნა, რომ განგვეხილა ეს საკითხი. ეს კეთდება იმისთვის, რომ გარკვეული ლიკვიდურობა შეინარჩუნონ ავიაკომპანიებმა და მას შემდეგ, რაც რეგულარული ფრენები გაიხსნება და გარკვეული თანხების შემოდინება მოხდება ავიაკომპანიებში, უზრუნველყონ ამ თანხების გაცემა”, – განაცხადა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ “საქმიან დილაში” სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები