მეცნიერები: COVID-19-მა მუტაცია განიცადა და უფრო საშიში გახდა

ჩინეთში გამოვლენილმა COVID-19-მა, რომელიც მსოფლიოს 217 ქვეყანაშია გავრცელებული, მუტაცია განიცადა და ახალი შტამი ადამიანისთვის უფრო საშიში გახდა.

ამის შესახებ აშშ-ის ლოს ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერებმა განაცხადეს, რომლებიც ბრიტანეთის დუკის უნივერსიტეტისა და შეფილდის უნივერსიტეტის კოლეგებთან თანამშრომლობდნენ.

სპეციალისტებმა კორონავირუსის რამდენიმე ათასი გენომის ანალიზი ჩაატარეს და მისი 14 მუტაცია გამოავლინეს.

მათი დასკვნით, SARS-CoV-2-ს აქვს შესაძლებლობა, განიცადოს სწრაფი მუტაცია, რაც მომავალში გამოიწვევს მისი საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობის შესაძლო შეზღუდვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები