მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან ყველას დაინფიცირების წყარო ცნობილია.
მისივე თქმით, ახალი შემთხვევიდან ორი ბოლნისს, ორი ზუგდიდს უკავშირდება, ხოლო კიდევ ორი საკარანტინო სივრციდან გადაყვანილი პაციენტები არიან.
“6 ახალი შემთხვევა დაგვემატა და 610 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს – დაგვემატა 29 და, ამ ეტაპზე, სულ 269 გამოჯანმრთელებული პაციენტია. ამ მონაცემების შეჯერებით, დღეს საქართველოში, კოვიდ ცენტრის კლინიკებში 332 პაციენტი მკურნალობს. ამ 6 ახალი შემთხვევიდან – ორი ბოლნისის წყაროა, ორი ზუგდიდის და ორი არის არსებული წყაროებიდან, საკარანტინო სივრციდან, ანუ ექვსივეს წყარო ცნობილია. მოთავსდნენ სხვადასხვა კლინიკაში და მკურნალობა უტარდებათ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.