ფშაველი-ომალოს დამაკვშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა – 3-ზე მეტ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავავშირებელ გზაზე მეწყერმა ადამიანები მოიყოლა.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, მეწყერში მოყოლილები ამავე გზის გაწმენდაზე მომუშავე  კომპანია “ენერგოგრუპის” თანამშრომლები არიან.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, მხოლოდ 1 პირის გადარჩენა შეძლეს და 3-ზე მეტს ვერ პოულობენ.
“ჩემი ინფორმაციით, ადგილზე გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ, რა დროსაც ჩამოწვა მეწყერი და 3 პირზე მეტი მოიყოლა. ამავე კომპანიის თანამშრომლებმა , შეძლეს 1 პირის გადარჩენა, ვისი დანახვაც შესაძლებელი იყო”, – განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.

როგორც ” რეგიონულ კვირას ” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სამძებრო – სამაშველო სამუშაოებს კახეთის 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და თბილისის სწრაფი რეაგირების სამსახური ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები