თსუ: სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენა ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 4 მაისის ბრძანებით, სასწავლო წლის სასწავლო პროცესების ვადები განისაზღვრა.
„აღნიშნული ბრძანების მიხედვით, გაზაფხულის სემესტრის ვადები არ იცვლება. როგორც ეს მანამდე იყო გაცხადებული, სასწავლო პროცესი დასრულდება 27 ივნისს, რის შემდგომაც იწყება საგამოცდო პერიოდი.
ამასთან, საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების შესახებ, რაც აისახა რექტორის ბრძანებაში. სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენა დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციასა და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებულ შეზღუდვებზე“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.