მეუფე ანტონი: დავუშვათ, აღმოჩნდა, რომ ამ პანდემიის მიღმა ბლეფია, გუშინაც ვუყურე რაღაც გადაცემებს, whatsapp-ში გადმომიგზავნეს
“დავუშვათ, აღმოჩნდა, რომ ბლეფი იყო ეს პანდემია, სად მიდიხართ მერე?”, – ამის შესახებ ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა.
მეუფე ანტონი ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, საბას ქადაგებას გამოეხმაურა.
„ნელ-ნელა ჩნდება, რომ ამ პანდემიის მიღმა, როგორც მეუბნებიან, გუშინაც ვუყურე რაღაც გადაცემებს, whatsapp-ში გადმომიგზავნეს, ბლეფია. დავუშვათ, აღმოჩნდა, რომ ბლეფი იყო ეს პანდემია, სად მიდიხართ მერე? სწორი იქნება თუ არა ის მღვდელმთავარი? მართალი იქნება, თუ არა ის მღვდელმთავარი, თუ ეს პანდემია ხრიკია? იტალიაში ამაზე ადრე ბევრია გარდაცვლილი, ყველას აწერენ პანდემიას“, – განაცხადა მეუფე ანტონმა „TV პირველის“ ეთერში.
შეგახსენებთ, მეუფე საბას თქმით, დღევანდელი ვირუსი არის საშუალება, ეშმაკის ხელში ადამიანები თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს.
„ვირუსი, რომელიც რეალურია, თუმცა, არასაბედისწერო. ამის საწინააღმდეგოდ, ჯერ ასე ვიტყვი მხოლოდ და, ალბათ, მოვა დრო, როცა უფრო მასშტაბურად და მკაცრად მოგვიწევს ამაზე საუბარი, შემოთავაზებული იქნება ადამინებისთვის ვაქცინა, რომელიც არა იმდენად ვირუსს მოემსახურება, არამედ ადამიანის დამონებას, ადამიანების მართვას, დამორჩილებას და ეს გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი ეშმაკის ხელში, რომ ადამიანები მართოს და ადვილად წარწყმიდოს. ფართოდ გაახილეთ თვალები და გახსენით გონება, კარგად მოისმინეთ ყველაფერი. დაფიქრდით, სწორი დასკვნები გააკეთეთ”, – განაცხადა მეუფე საბამ.