ლიბერიაში მეწყერს, სულ მცირე, 45 მეშახტე ემსხვერპლა

ლიბერიის ჩრდილოეთ-დასავლეთით, ქალაქებში მასაკპასა და ბამგომაში მეწყერს, სულ მცირე, 45 მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამის შესახებ სააგენტო “სინჰუა” სამაშველო ოპერაციის მონაწილეებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მაშველებმა 45 ცხედრის ამოყვანა შეძლეს.

მისი თქმით, ყველა დაღუპული უკანონო მოპოვებით იყო დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები