ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებელი 13,65%-ით შემცირდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის უახლესი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით კრიმინალი შემცირებულია.
ირკვევა, რომ 2020 წლის მარტში სულ დარეგისტრირდა 5366 დანაშაული, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 13,65%-ით ნაკლებია.
კლების ტენდენცია ფიქსირდება მთელ რიგ კატეგორიებში, მათ შორის, ისეთ დანაშაულებებთან მიმართებით, როგორებიცაა:
განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (2 ფაქტი, – 33,3%);
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (8 ფაქტი, – 52,9 %);
ყაჩაღობა (19 ფაქტი, – 48,6%);
ქურდობა (1776 ფაქტი, – 9,7%);
ძარცვა (20 ფაქტი, – 33,3%);
ტრეფიკინგი (1 ფაქტი, – 83.3%);
ოჯახში ძალადობა (466 ფაქტი, – 6,8%);
გამოძალვა (2 ფაქტი, – 88,2%);
ნარკოტიკების კონტრაბანდა (6 ფაქტი, – 70%);
ცივი იარაღის ტარება (20 ფაქტი, – 51,2%);
ყალბი დოკუმენტების დამზადება (88 ფაქტი, – 50,5 %);
თავისუფლების უკანონო აღკვეთა (11 ფაქტი, – 35,2%);
თაღლითობა (106 ფაქტი, – 19%);
სატრანსპორტო დანაშაული (374 ფაქტი, – 19,4%).
საერთო მაჩვენებლის გაუმჯობესების მიუხედავად, დანაშაულის რამდენიმე კატეგორიაში მატების ტენდენციაც გამოიკვეთა, კერძოდ:
მუქარა (222 ფაქტი, +12%);
ნივთის დაზიანება (278 ფაქტი, +32.3%);
კომპიუტერული დანაშაული (213 ფაქტი,+11.5%).