საქსტატი: ინფლაცია 6,9 %-მდე გაიზარდა
მიმდინარე წლის აპრილში ინფლაცია 6.9%-მდე გაიზარდა.
საქსტატის შეფასებით, ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა სურსათის ჯგუფში 16%-ით გაზრდილმა ფასებმა მოახდინა.
ინფლაცია ცალკეული სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.04 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (45.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (23.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (15.0 პროცენტი), თევზეული (14.9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (14.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (11.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (10.0 პროცენტი) და პური და პურპროდუქტები (8.4 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში შეადგინა 0.39 პროცენტული პუნქტი. ფასების ზრდა დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (8.4 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურების (4.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.