ლევან რატიანი: ბოლო 24 საათში 12 გამოჯანმრთელებული გვყავს, გაეწერა ყველაზე ახალგაზრდა, 13 წლის ბავშვი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კლინიკიდან 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.

„ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 88 პაციენტი. აქედან 68 გვყავს კორონადადასტურებული შემთხვევა. დღეს კლინიკიდან ეწერება 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ბოლო 24 საათში ჩვენს კლინიკაში 12 გამოჯანმრთელებული შემთხვევა გვქონდა. მინდა, გითხრათ, რომ გაეწერა ყველაზე ახალგაზრდა, 13 წლის ბავშვი, რომელიც ჩვენს კლინიკაში 24 დღის განმავლობაში იწვა. რამდენიმე წუთში მოზარდი დატოვებს კლინიკას.
რეანიმაციულ განყოფილებაში 6 პაციენტი გვყავს. გუშინ 1 გადმოვიყვანეთ თერაპიულ განყოფილებაში ქალბატონი, რომელიც ყველაზე მძიმე იყო, მართით სუნთქვაზე მყოფი, შაქრიანი დიაბეტით, ყველა გართულებით. ამ ეტაპზე მისი მდგომაროება სტაბილურია, შეესბამება მის ქრონიკულ მდგომარეობას, რამდენიმე დღეში ქალბატონი გაეწერება კლინიკიდან.
ასევე, გვყავს ორსული პაციენტი, სხვა კლინიკიდან გადმოყვანილი. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ვიტალური ფუნქციები როგორც ნაყოფის, ისე დედის, შეესაბამება ფიზიოლოგიურ მდგომაროებას, გართულების გარეშეა.
რაც შეეხება მედპერსონალს – მათი მდგომარეობა სტაბილურია, გართულებების გარეშეა“, – განაცხადა რატიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები