ლალი ტურძელაძე: კორონავირუსით გარდაცვლილი მეცხრე პაციენტი ე.წ. სპორტსმენის კლასტერს განეკუთვნება, ის სპორტსმენის დედაა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით კორონავირუსით გარდაცვლილი მეცხრე პაციენტის დაინფიცირების წყარო სპორტსმენის კლასტერთანაა დაკავშირებული.

როგორც ტურძელაძემ “რუსთავი ორთან” საუბრისას განაცხადა, გარდაცვლილი პაციენტი კორონავირუსით დაინფიცირებული სპორტსმენის დედაა.

“აპარატზე იყო, კარგა ხანია ჩვენთან არის. უმძიმესი პაციენტი იყო, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით. ორი კვირა მაინც არის, რაც ჩვენთან წევს. ცნობილი ქალბატონია, სპორტსმენის ოჯახთან არის დაკავშირებული. სპორტსმენის დედაა”,- აღნიშნა ტურძელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსისგან დღეს მეცხრე პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები