ავარია გოდერძის უღელტეხილზე – არის მსხვერპლი

გოდერძის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც ირკვევა, ტრაქტორი გზიდან გადავარდა და შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ცხედარი ბათუმის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები