პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მეკობრეების თავდასხმის შედეგად ქართველ მეზღვაურებს საფრთხე არ ემუქრებათ
30 აპრილს, ნიგერიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მეკობრეების თავდასხმა განხორციელდა. გატაცებული 10 მეზღვაურიდან 9 საქართველოს მოქალაქეა. გემზე დარჩენილ 4 მეზღვაურს, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან, საფრთხე არ ემუქრებათ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებიან გემთფლობელთან, რომელიც არის კარგი რეპუტაციის მქონე, პასუხისმგებლიანი კომპანია.
,,უკვე შევხვდით ოჯახის წევრებს და მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. ამ დროისათვის, გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ გემთმფლობელთან და საქმეში ჩართულ ყველა სხვა მხარესთან, რომ ყველა შესაძლო გზით მოხერხდეს ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან დროულად და უსაფრთხოდ დახსნა”,-აცხადებენ უწყებაში.
ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე საზღვაო ტრანსპორტის სააგრნტო მოუწოდებს მედიის წარმომადგრნლებს არ გავრცელდეს მედიის საშუალებით რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.