ზუგდიდში კომენდანტის საათის დროს ტექნიკის მაღაზია გაქურდეს (ვიდეო)
ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე არსებული ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. როგორც მაღაზიის მეპატრონე აცხადებს, წაღებულია 50 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკა.
,,მაშინ როცა ქვეყანაში კომენდანტის საათი იყო, მაღაზია გაქურდეს. წაღებულია ლეპტოპები, პერსონალური კომპიუტერები და ტელეფონები, ჯამში დაახლოებით 50 ათასი ლარის საქონელი,”. აცხადებს მაღაზიის მეპატრონე.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ქურდობაში სავარაუდო დამნაშავე ამ ეტაპზე დაკავებული არ არის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.