მარნეულიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 7 ანალიზის პასუხი უარყოფითია
მარნეულში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა. როგორც “რეგიონულ კვირასთან” მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ დირექტორმა, ტატა შენგელაიამ განაცხადა , ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 7 საკვლევი მასალიდან ყველა უარყოფითია.
„გუშინ მარნეულის კლინიკიდან 7 პირის საკვლევი მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, დღეს დილით მივიღეთ პასუხები და ყველა მათგანი უარყოფითია “ , – განაცხადა ტატა შენგელაიამ.
უახლესი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 582 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის გამოჯანმრთელებული – 207 , გარდაცვლილი – 8, კარანტინის რეჟიმში – 5152, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 551 პირია.