კორონავირუსით გარდაცვლილ ქალს ქრონიკული პათოლოგიები აღენიშნებოდა

დღეს, კორონავირუსით გარდაცვლილ ქალს, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა ქრონიკული პათოლოგიები აღენიშნებოდა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. მისივე თქმით, 72 წლის ქალი მათ კლინიკაში 14 აპრილს შეიყვანეს.
“დღეს გარდაცვლილ ქალბატონს აღენიშნებოდა, კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ასევე ქრონიკული პათოლოგიებით დატვირთული ანამნეზი – გულის უკმარისობა, მორბიდული სიმსუქნე და სხვა.
72 წლის ქალი ჩვენს კლინიკაში 14 აპრილს მოთავსდა”,-განაცხადა ლევან რატიანმა.
მისივე თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 76 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის შვიდი რეანიმაციულ განყოფილებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები