რუსთავში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა
რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა-ამის შესახებ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორმა, დავით ბეგაშვილმა “რეგიონულ კვირასთან” განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტი გუშინ სახლიდან ცხელების ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით, გადაიყვანეს.
” გუშინ საღამოს პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და მივიღეთ დადებითი პასუხი. აღნიშნული პირი უკვე გადაყვანილია თბილისში შესაბამის დაწესებულებაში და მიმდინარეობს მოკვლევა” , – განაცხადა დავით ბეგაშვილმა.
რუსთავში ჯამში, კორონავირუსის 9 დადასტურებული ფაქტი ფისირდება, მათგან 8 უკვე გამოჯანმრთელდა.