ქუთაისის ინფექციური კლინიკის ექიმებს “წითელმა ჯვარმა” “გვირილობა” მიულოცა
ქუთაისის ახალი ინფექციური კლინიკის ექიმებს ქალაქის დღესასწაული “გვირილობა” “წითელი ჯვრისა” და ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა სიმღერით მიულოცეს. ექიმებს ქალაქის დღესასწაულის აღსანიშნად სიმბოლურად გვირილები მიუტანეს.
შეგახსენებთ, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, ქუთაისში პირველად “გვირილობა” მასშტაბური ღონისძიებების გარეშე აღინიშნება.
ცნობისთვის, “გვირილობის” დღესასწაული სათავეს 1911 წლიდან იღებს. დღესასასწაული ქველმოქმედებას უკავშირდება. გვირილას როგორც ანტიბიოტიკს, სიმბოლური დანიშნულება ჰქონდა, ყვავილებიდან გაყიდული თანხით კი ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ.