მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებული 7 ახალი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტი მოათავსეს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიციებული 13 მოზარდი ჰყავთ.
“სულ დაგვემატა 16 დადასტურებული შემთხვევა და ამჟამად გვყავს 582 ინფიცირებული. გამოჯანმრთელებული ქვეყანას დაემატა 23 და 207-ია. წყაროები უცვლელია, ამიტომ ამის დაზუსტებას არ აქვს მნიშვნელობა, ყველა წყარო ცნობილია. ჩვენს კლინიკას დაემატა 7 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამ 7-დან 1 არის მძიმე, კრიტიკული მდგომარეობით, ეს არის ასაკოვანი პირი, რომელსაც თანარსებული დაავადებაც აქვს, რისკის მატარებელი პაციენტია.
ამ 7 ახალ პაციენტში 3 მოზარდია. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია და ვიმედოვნებთ, რომ ასე გაგრძელდება. ჩვენ გვყავდა 11 მოზარდი, გუშინ გაეწერა 1, დაგვემატა 3 და ამ ეტაპზე 13 მოზარდი გვყავს. მათი მდგომარეობა პროგნოზულად კეთილსაიმედოა არსებული მონაცემებიდან გამომდინარე. ჯამში 47 პაციენტი გვყავს, მათგან 1 კრიტიკულია, 5 არის მძიმე პნევმონიით”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.