ევროპის კავშირი: ნუთუ ზომა გადამწყვეტია?

მაშინ, როდესაც ევროპის კავშირი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში უპრეცედენტო კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, ბევრი ადამიანი ითხოვს ევროპული ინტეგრაციის სწრაფ გაღრმავებას ფინანსური თვალსაზრისით (კორონა ობლიგაციების ემისიის მოთხოვნით) და ჯანდაცვის მიმართულებით (ევროპის ჯანდაცვის კავშირის შექმნის მოთხოვნით). ფედერალიზმში დროული შესვლა  ევროპელი ლიდერების საყოველთაოდ აღიარებული ტროპიზმია, რომელთა რეფლექსი სერიოზული სირთულეების შემთხვევაში ევროკავშირის დადანაშაულებაა მისი ნაკლოვანებებისთვის და შემდეგ მისივე ძალაუფლების გაფართოების ორგანიზებაში. პრინციპში, ევროკავშირი ძირეულად კვლავ იმ პრინციპით ხელმძღვანელობს, რომ ძალა ერთობაშია და ზომა გადამწყვეტია.

კრიზისი, რომელსაც განვიცდით და – მოდით პირდაპირ ვთქვათ – პანიკა, რომელიც ზოგიერთ მთავრობას იპყრობს, კარგ მრჩევლად ვერ გამოდგება. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ აზროვნება მშვიდ დროს უფრო გვახასიათებს? მავანს შეიძლება ამაში ეჭვი შეეპაროს, როგორც ბრიტანეთის მეირ ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში მოხდა და ბევრი სხვა მაგალითითაც დასტურდება. ამ მოვლენას, რომელზეც რეალური ქმედებები ჯერ არ მომხდარა, არ გამოუწვევია სიღრმისეული გააზრება და დასკვნების გამოტანა წევრი სახელმწიფოების მიერ ან ევროპულ ინსტიტუტებს შორის.

ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ ევროკავშირის კომპეტენცია უფრო ვაგნერისეულია, კიდევ უფრო მეტად უნდა ჩაუღრმავდნენ სამი მცირე ზომის ქვეყნის მაგალითს, რომლებიც გარკვეულწილად ჩვენზე უკეთ მუშაობენ.

პირველი მაგალითი სინგაპურია, რომელსაც ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვებით სამწუხაროდ საწინააღმდეგო მაგალითი მისცა. ამდენად, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის მოწინააღმდეგე ევროპელი ფედერალისტები გამუდმებით ახდენდნენ ე.წ. სინგაპურის მოდელის დაკნინებას იმ საგადასახადო სისტემის გამო, რომელიც ზედმეტად კეთილგანწყობილია კაპიტალის მოზიდვის მიმართ.  ასეთი ანალიზი ნაწილობრივი იქნებოდა და მიკერძოებას განაპირობებდა. უპირველეს ყოვლისა, ის უგულვებელყოფს იმ ფაქტს, რომ საგადასახადო-საკითხებზე-საერთო-პოზიციის-უზრუნველმყოფი ევროპული შეთანხმებები საერთო ბაზარზე საგადასახადო კონკურენციას აძლევენ გასაქანს: გუშინ გაერთიანებულ სამეფოს და დღეს საფრანგეთს არაფერმა შეუშალა ხელი სხვადასხვა გადასახადის განაკვეთის მკვეთრ შემცირებაში. რაც მთავარია, ასეთი ანალიზი არ ითვალისწინებს ცალკე კუნძულზე და თან 1000 კვადრატულ-კილომეტრამდე-ტერიტორიის-მქონე სახელმწიფოს წარმატებულ მაგალითს, რომელიც სულადობრივი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიხედვით მსოფლიოს ხუთ უმდიდრეს ქვეყანას შორის აღმოჩნდა, თან რაიმე გაუთვალისწინებელი გარემოებების გარეშე. ეს ძირითადად მისი ეკონომიკური და სოციალური კონსენსუსის წყალობით და საგანმანათლებლო სფეროში მიღწეული წარმატების საფუძველზე მოხდა, რაც ევროკავშირის შთაგონების წყარო უფრო უნდა გახდეს, ვიდრე შურის.

მეორე მაგალითი შვეიცარიაა. ეს ტერიტორია გეოგრაფიული ანომალიაა ევროპის შიგნით – ევროკავშირის რუკაზე ხვრელია პრინციპში. და მაინც, სწორედ ეს ქვეყანა, რომელიც თავისი დამოუკიდებლობისა და ნეიტრალიტეტის გამო შურს იწვევს, ბოლო ათი წლის განმავლობაში – თან უწყვეტად – ხვდება გლობალური ინოვაციების ინდექსში  (ამერიკის უძლიერესი კვლევითი დაწესებულების – კორნელის უნივერსიტეტის – ასევე მართვის უმაღლესი სკოლის „ინსეადისა“ და გაერთიანებული ერების სისტემაში შემავალი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) მიერ შემუშავებული საერთაშორისო საცნობარო დოკუმენტია). ხსენებულ რეიტინგში მოხვედრის მიზეზი ის არის, რომ შვეიცარია ყველაზე გამომგონებლურ ქვეყნადაა მიჩნეული მსოფლიოში ეკონომიკური ნოვაციების გამო. ნუთუ ყოველივე ამის შემდეგ ზომა მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორია?

მესამე მაგალითი უფრო გასაკვირი აღმოჩნდება, თუ ამ ქვეყნის ევოლუციაზე არაფერი გსმენიათ აქამდე. ეს საქართველოა და ის ბოლო წლებში განსაკუთრებით განვითარდა. როდესაც ამ ქვეყანას ვუყურებთ, ის გვაოცებს, რომ შეერთებული შტატებისა და ჩინეთისგან განსხვავებით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აქვს ევროკავშირთან და თან უნდა გვახსოვდეს, რომ მას ძალიან ძლიერ სურს ევროკავშირში გაერთიანება. ისიც გვაოცებს, რომ შედარებით და აბსოლუტურ განზომილებაში  საქართველოს ეკონომიკა ჯეროვნად მუშაობს. საგულისხმოა, რომ ქვეყნის ეკონომიკური (და ამდენად, სოციალური) მდგომარეობის გაუმჯობესება თვალხილული  ბოლო წლებშია, განსაკუთრებით კი მისი მმართველი პარტიის („ქართული ოცნების“) გავლენით და გამოისობით. მსოფლიო ბანკის გათვლებით, ქვეყნის სიღარიბის მაჩვენებელი ბოლო 15 წელიწადში განახევრდა. კიდევ უფრო საოცარი ისაა, რომ საქართველო ინვესტორებსა და მეწარმეებს უფრო ხელსაყრელ გარემოს სთავაზობს, ვიდრე ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა. მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ ინდიკატორით საქართველო გლობალურად საუკეთესოთა შორის – მე-7 ადგილზე – იმყოფება. დანია გამონაკლისად გვევლინება ევროკავშირში (რომელიც ამ რეიტინგში მე-4 ადგილზეა), მაგრამ ევროკავშირის არა-წევრმა სახელმწიფომ – საქართველომ – არა მხოლოდ რეფორმები გაატარა ასეთი ეკონომიკური დინამიურობის უზრუნველსაყოფად, არამედ უკან ჩამოიტოვა ევროკავშირის ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც, მათი ძალისხმევის მიუხედავად  (გერმანია 22-ე, ხოლო საფრანგეთი 32-ე ადგილზეა).

ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენს მიერ დასახელებული სამივე ქვეყანა – სინგაპური, შვეიცარია და საქართველო – ზედმიწევნით კარგად ართმევენ თავს ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქებას. საქართველოს ამ ანალიზის მომენტისთვის სამი გარდაცვლილი ჰყავს და ეს კრიზისის მართვის გადამწყვეტი ზომების წყალობით მოხდა, რაც მოიცავდა ვირუსის-ცხელ-წერტილებად-მიჩნეული ქვეყნებიდან ფრენების შეზღუდვას იანვრის დასაწყისიდან. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის გაერთიანებული სამეფო სამსახურის ანალიტიკურმა ცენტრმა  საქართველო გამოჰყო და ქებით აავსო, ისევე როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ თუ დიდი ზომის სავაჭრო ბლოკს რაიმე პოზიტიური ელემენტი ახაისათებს და მოქმედების ტემს ზღუდავს, ეს შეიძლება მისი სისუსტის წყაროდაც იქცეს. ევროკავშირი იმ მომცრო ზომის მოთამაშეებზე უნდა დაფიქრდეს, რომლებსაც თანმიმდევრული და წარმატებული მუშაობის უნარი გააჩნიათ. ნუთუ არ უნდა იქცნენ ისინი ევროკავშირის შთაგონების წყაროდ? ევროპელებს განა „მეტი ევროპა“ სჭირდებათ საქმიანობის რეგულირების ან კავშირის ძალაუფლების გაღრმავების სახით, არამედ „უკეთესი ევროპა“. ეს მიიღწევა რეალური წარმატების შემოქმედი მცირე ზომის ქვეყნებისგან მეტის სწავლითა და  მათთან უფრო მჭირდო მუშაობით.

ავტორი: ბრუნო ალომარ

წყარო – https://www.lopinion.fr/edition/economie/union-europeenne-taille-fait-elle-tout-tribune-bruno-alomar-216804?fbclid=IwAR3SrAKKLoIhsr3_U8cXCzieAoqxCF6wi9RoyVskgflkFXKIIa7mHdpk9is

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები