ბოლნისში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ „რეგიონულ კვირას” ბოლნისის მერიაში განუცხადეს.
მათი თქმით, 12-დან მხოლოდ 1 შემთხვევაა ე.წ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების კლასტერიდან, 11 პირი კი სოფელ სავანეთისა და მუშევანის მცხოვრებია.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის, 107 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ერთი პაციენტი დღეს გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღის ბოლომდე დატოვებს.