ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია – სებ-მა ბანკები და მისო-ები 1698 800 ლარით დააჯარიმა

სებ-მა კომერციული ბანკები, მისო-ები და ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის კანონმდებლობის დარღვევისთვის 1 698 800 ლარით დააჯარიმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ჯარიმები ასე ნაწილდება:
კომერციული ბანკი – 726,000 ლარი;
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია – 539,300 ლარი;
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი – 256,400 ლარი;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი – 177,100 ლარი.
„2019 წლის განმავლობაში, შემოწმდა საფინანსო სექტორის 61 წარმომადგენლი, მათ შორის, საგადახდო მომსახურების 9 პროვაიდერი, რომლის ინსპექტირება 2018 წელს დაიწყო და დასრულდა 2019 წელს. დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობამ 1 698 800 ლარი შეადგინა“, – აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები