ამბროლაურში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე თერმოსკრინინგის პროცესს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი – ზვიად მხეიძე გაეცნო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ამბროლაურის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული თერმოსკრინინგი COVID19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაიგეგმა.

“ოჯახების კარდაკარ შემოვლით სწავლობენ მოსახლეობის საჭიროებებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაც მიზნად ისახავს რისკფაქტორების დროულ იდენტიფიცირებას.

დღეს შემოვლა განხორციელდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: I ტოლა, ლიხეთი, აგარა, ველევი, თხმორი, პატარა ჩორჯო, ბუგეული, ნიკორწმინდა”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები