სოლომონ პავლიაშვილი: ახალციხეში აუცილებელია ბაზრის გახსნა, ის უკვე აკმაყოფილებს სეს-ის რეკომენდაციებს (ვიდეო)

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ახალციხის სავაჭრო ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ახალციხეში აგრარული ბაზარი მალე გაიხსნას, რათა მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდეს პროდუქციის შეძენის.

“ახალციხეში აუცილებელია ბაზრის გახსნა, ეს როგორც ლოგისტიკურად არის მნიშვნელოვანი, ჯერ ერთი, რომ მოსახლეობას გაუადვილდება შეიძინოს პროდუქცია და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ფერმერები, გლეხხები შეძლებენ თავიანთი პროდუქციის რეალიზაციას. ეს გარკვეულწილად შექმნის კონკურენტულ გარემოს, რათა ფასები დარეგულირდეს ბაზარზე “, – თქვა სოლომონ პავლიაშვილმა.

გარდა ადგილობრივი თვითმმართველობისა, ბაზრის ტერიტორიაზე სურსათის ეროვნული სამსახურის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელებს რეკომენდაციები მისცა და პარკინგის ზონის მოწყობისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, მან ისიც აღნიშნა, რომ აუცილებელია სავაჭრო ცენტრში მისულ მოქალაქეებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდეთ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები