გორში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო კორონავირუსის გავცრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარებას აგრძელებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად ხორციელდება. ამჯერად, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა ქალაქის ცენტრალური ქუჩების სავალი ნაწილი, ტროტუარები და ქალაქში არსებული სკვერების, ბავშვთა გასართობი სივრცეების, მიწისქვეშა გადასასვლელების, აგრომაღაზიების, ქსელური სუპერმარკეტების, ბანკების, აფთიაქების, საავადმყოფოებისა და სხვა ხალხმრავალი ადგილების მიმდებარე ტერიტორიები.
გორის მერიაში ამბობენ, რომ სადეზინფექციო სამუშოები მომავალშიც ჩატარდება.