გორში 55 მრავალშვილიან ოჯახს პროდუქცია საჩუქრად გადაეცა
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხუთ- და მეტშვილიან ოჯახებს დახმარების სახით ფქვილი გადაეცათ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” გორის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ქველმოქმედთა შემოწირულობა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული კატეგორიის 55 ოჯახზე გადაანაწილა. საჩუქარი ოჯახებს სახლში მერიის წარმომადგენლებმა მიუტანეს.
კორონავირუსით შექმნილი მდგომარეობის გამო, გორის მუნიციპალიტეტში უსახსროდ დარჩენილ ოჯახებს ადგილობრივი ბიზნესმენების – გივი აბალაკისა და არჩილ მოგელაშვილის საწარმო უკვე მეორედ დაეხმარა. პირველ ეტაპზე მათი საჩუქარი კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ბენეფიციარმა შშმ ბავშვების ოჯახებმა მიიღეს.