გორის კეთილმოწყობის სააგენტო საგაზაფხულო სამუშაოებს შეუფერხებლად ახორციელებს

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო საგაზაფხულო, გეგმურ სამუშაოებს შეუფერხებლად ახორციელებს.

ამ ეტაპზე, ქალაქში არსებული სკვერებისა და გამწვანებული სივრცეების მოწესრიგება მიმდინარეობს. სეზონური სამუშაოების ფარგლებში,  ქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე ​ სხვადასხვა ჯიშის 600 ძირი ხე-მცენარე დაირგო, მიმდინარეობს ბალახის თიბვის სამუშაოები, ნერგების მორწყვა, ხეების გასხვლა-ფორმირება და გადაბელვა.

სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები