სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კარანტინში 90 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 189 ადამიანი რჩება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში, ამ დროისთვის, 90 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას – რეგიონში, ამჟამად, 189 ადამიანია დაკვირვების ქვეშ.

მათივე ცნობით, თვითიზოლაციის ვადის გასვლის გამო, ზედამხედველობა 872 მოქალაქეს მოეხსნა. რაც შეეხება “კოვიდ19”-ზე ანალიზებს – რეგიონიდან გამოსაკვლევად სულ გაიგზავნა 47 ნიმუში, საიდანაც 25 უარყოფითია. დანარჩენ, 22 ნიმუშის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს ელოდებიან, რომელთაგან 17 მედიკოსის ანალიზია.

29 აპრილის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, კერძოდ, ე.წ კომენდანტის საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სამი პირი დააჯარიმეს.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები