საქალაქო სასამართლოსთან ერთი პირი დააკავეს

   ვანო მერაბიშვილისა და ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირების დროს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ერთი პირი დააკავეს. დაკავებულია “დემოკრატიული მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი ოთარ თავართქილაძე. სასამართლოსთან ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლებმა, რომლებიც სკანდირებდნენ: “ბურჯანაძეების ოჯახი – გრუ-ს ჯაშუშები”.
სლოგანმა ბურჯანაძის პარტიის “დემოკრატიული მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები გააღიზიანა, რასაც სასამართლოს ეზოს შესასვლელთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი და საქმის სხვა მოწმეები დაიკითხებიან. თბილისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის პროცესს ესწრებიან: შოთა უტიაშვილი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და ”ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები