მარინა ეზუგბაია: თუ ეს ჩვენი პიკური მონაცემია, ცუდი არ არის, თუ ასე გაგრძელდება, ზომიერ, კონტროლირებად მატებას შევინარჩუნებთ და ეს სიმშვიდის საშუალებას მოგვცემს
“კორონავირუსთან დაკავშირებით, თუ ეს ჩვენი პიკური მონაცემია, ცუდი არ არის, თუ ასე გაგრძელდება, ზომიერ, კონტროლირებად მატებას შევინარჩუნებთ და ეს სიმშვიდის საშუალებას მოგვცემს”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
“ჩვენ კიდევ ვლაპარაკობთ, შიდა გავრცელების გამოცხადების დღიდან 7-8 კვირა არის ის, რაც პიკს აღწევს და, თუ არ ვცდები, დაახლოებით, ამ პერიოდში შევდივართ. აპრილის პირველ კვირას გამოცხადდა შიდა გავრცელება და თუ ასე შევინარჩუნებთ, არ იქნება ცუდი, ეს ცუდი მონაცემები არ არის. თუ ეს ჩვენი პიკური მონაცემია, ცუდი არ არის, თუ ასე გაგრძელდება, ზომიერ, კონტროლირებად მატებას შევინარჩუნებთ და ეს მოგვცემს სიმშვიდის საშუალებას”, – განაცხადა ეზუგბაიამ.