რუსეთის ჯარში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1044-მდე გაიზარდა

რუსეთში კორონვირუსით ინფიცირებულ ჯარისკაცთა რიცხვი 1044-მდე გაიზარდა, 27 აპრილს 960 ინფიცირებულზე ვრცელდებოდა ინფორმაცია.

ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

ასევე, 1352-მდეა გაზრდილი უმაღლეს სამხედრო სასწავლებლების ინფიცირებულ სტუდენტთა რიცხვი, ადრე 779 დაავადებულზე ვრცელდებოდა ინფორმაცია.

ვირუსი, ასევე, დადასტურებული აქვს შეიარაღებული ძალების 279 სამოქალაქო პირს.

ჯარში გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

27 აპრილს თავდაცვის სამინისტრომ უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო წლის ვადაზე ადრე დასრულების შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები