ბოლნისის ტერიტორია მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებულმა 130-მა მოქალაქემ დატოვა

ბოლნისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, დღეს ბოლნისის ტერიტორიიდან საკარანტინო ზონაში დარჩენილი, მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული მოქალაქეების გადაყვანის მეშვიდე ეტაპი განხორციელდა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მეშვიდე ეტაპის ფარგლებში, ბოლნისის ტერიტორია 130-მა მოქალაქემ დატოვა.

“ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პერიოდში ბოლნისში მოუწიათ ყოფნა. მოქალაქეების გადაყვანა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსითა და კარანტინით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით ხდება. მოქალაქეები, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს დატოვებენ, სავალდებულო კარანტინს გაივლიან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტი საკარანტინე ზონაში დარჩენილმა 330-მა მოქალაქემ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები