სასაჩუქრე პაკეტები ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბოშა ოჯახებს გადაეცათ
ქობულეთის მერიამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბოშათა ოჯახებს საკვები პროდიქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აქტივობის ფარგლებში მათ, ასევე, მიეწოდა ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებული წესებისა და მოთხოვნების შესახებ.
დღეის მდგომარეობით, ქობულეთში 30-მდე ბოშა ოჯახი ცხოვრობს.
აქცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივითა და კოორდინირებით, ქობულეთის მერიისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNI CEF) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.